1.პროექტის სახელწოდება;
პირამიდები
2.პროექტის მთავარი იდეა [თემა] 1–2 წინადადებით;
ამ პროექტის განხორცილებისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ–ერთის –– პირამიდების შესახებ
3.პროექტის აქტუალობა;
4.პროექტის მიზნები;
5.მონაწილეთა ასაკი;
14–15 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა;
1–2თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;
9.პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები];
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ერონულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
11.პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი];
თეა ტორაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი;
toradzetea.blogspot.com

.პროექტი აქტუალურია, რადგან უშუალოდ თემა უძველესი საოცრებების შესახებ ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში,გაიგებენ,რომ შვიდი საოცრებიდან დღემდე მხოლოდ გიზას დიდი პირამიდა შემორჩა.გაიგებენ როგორ და რისთვის შენდებოდა პირამიდები,რა დანიშნულება ჰქონდა,ვისი დავალებით შენდებოდა.გაეცნობიან უძველეს ეგვიპტურ კულტურას,ხელოვნებას.
4.პროექტის მიზნები;
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ პირამიდების–როგორც უძველესი ეგვიპტური კულტურისა და ხელოვნების ძეგლების შესახებ. მოიძიონ მასალები თუ როგორ და რატომ აშენებდნენ პირამიდებს რა დანიშნულება ჰქონდა პირამიდებს. აღნიშნული მასალების მოძიება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევა– ძიების უნარების განვითარებას,ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას,დაეხმარებათ მოძიებული მასალის შესახებ დისკუსის გამართვის შედეგად დასკვნების გამოტანაში, ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას თანამშრომლობითი უნარების განვითარებაში.
5.მონაწილეთა ასაკი;
14–15 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა;
1–2თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;
მოსწავლეები მოძიებული მასალის საფუძველზე ადგენენ პროექტს,ახდენენ მის დასურათებას,ახდენენ ფოტოალბომის შექმნას,მაკეტის შექმნას.ბოლოს ახდენენ აღნიშნული ინფორმაციისა და სურათების განთავსებას ბლოგზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;
კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი,ენციკლოპედიები უძველესი საოცრებების შესახებ,თაბახის ფურცლები,საწერი კალამი,ფოტოსურათები.მაკეტისათვის–ფლომასტერები, ,მუყაოს ქაღალდი,სილა.
9.პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები];
მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე კლასში შერჩეული იქნა საპროექტო თემა–პირამიდები.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოიკვეთა სამი ძირითადი საკითხი;
1.რისთვის შენდებოდა პირამიდები,რა დანიშნულება ჰქონდა.
2.როგორ შენდებოდა პირამიდები,ვისი დავალებით.
3.’’პირამიდები’’ თანამედროვე მსოფლიოში. აქედან გამომდინარე კლასში მოხდა სამი საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.ჯგუფებმა თვითონ გადაინაწილეს პროექტის ძირითადი საკითხები,ამის შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ ამ საკითხებზე ინფორმაციის მოკვლევას, მოძიებას.

ჯგუფში არჩეულ იქნა ჯგუფის ლიდერები, რომლებიც ჯგუფის მიერ მოძიებული ინფორმაციის შეჯერებასა და და პროექტებაზე იქნება პასუხისმგებელი. მას შემდეგ რაც ჯგუფები მოიპოვებენ ინფორმაციას,მოამზადებენ სამივე საკითხს მოხდება მათი გაერთიანება,პროექტის შექმნა,ფოტოალბომის,საპროექტო მაკეტის–პირამიდის შექმნა.ამის შემდეგ მოხდება პროექტის პრეზენტაცია და პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ერონულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
პროექტის თემა დაკავშირებულია გეოგრაფიასთან,რადგან მოსწავლეები განსაზღვრავენ ეგვიპტის,ასევე პირამიდების გეოგრაფიულ მდებარეობას.
მათემატიკასთან,რადგან შეუძლებელი იყო ზუსტი მათემატიკური გათვლების გარეშე პირამიდების მშენებლობა.
ხელოვნებასთან,რადგან პირამიდები უდავოდ წარმოადგენ ეგვიპტური ხელოვნების უძველეს ნიმუშს.
11.პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი];
თეა ტორაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი;
toradzetea.blogspot.com
No comments:
Post a Comment